პროდუქტების კატალოგი
მოდული გამიზნულია ონლაინ-გაყიდვების ორგანიზების მსურველთათვის და წარმოადგენს ჩვენი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კომპონენტს.
პროდუქტების კატალოგის მოდულის დახმარებით საიტზე შესაძლებელია ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის კატალოგების შექმნა ნებისმიერი რაოდენობით. სპეციალურად შემუშავებული ალგორითმი კი საშუალებას გაძლევთ შეუზღუდავად მიუთითოთ პროდუქტების აღწერილობა და პარამეტრები. ამასთან, თუ საიტზე რამოდენიმე კატალოგია, თითოეულ კატალოგში პროდუქტებს შეიძლება გააჩნდეთ განსხვავებული პარამეტრების ჩამონათვალი.
თუ ამ მოდულს დაემატება “კალათა” და “ფორმების კონსტრუქტორი”, მივიღებთ სათანადო სტრუქტუ-რის სრულფასოვან ინტერნეტ მაღაზიას ყველა ელემენტის დიზაინის მართვის შესაძლებლობითა და დამატებითი ფუნქციების ფართო არჩევანით.