ხ.დ.კ.
მოდული გამიზნულია საიტზე მარტივი სტუმართა წიგნის ან ხშირად დასმული კითხვების განყოფილე-ბის შესაქმნელად.
სერიოზული კორპორატიული საიტის ვიზიტორებს ხშირად უჩნდებათ კითხვები შეთავაზებული პროდუქტების/მომსახურებების ან საიტთან მუშაობის ირგვლივ. როგორც წესი, ეს კითხვები მეორდება. ჩვენი მოდული საშუალებას მოგცემთ შექმნათ სპეციალური ფორმა საიტზე ვიზიტორთა შეკითხვები-სათვის და ამასთანავე მოხდეს იმ კითხვების ჩვენება, რომლებზეც პასუხი უკვე გაცემულია. ამგვარად თავიდან ავიცილებთ კითხვების გამეორებას.
მოდული შესაძლებლობას იძლევა მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ მის კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია და მისი ნახვა შესაძლებელია საიტზე.
სტუმართა წიგნის შესაქმნელად საჭიროა პარამეტრებში მიუთითოთ, რომ მხოლოდ პასუხგაცემული კითხვების ნაცვლად მოხდეს ყველა შეკითხვის ჩვენება.