სურათების გალერეა
ხშირად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა საჭიროა საიტზე სურათების, სქემების და სხვა სახის იმიჯების განთავსება. თუ იმიჯების რაოდენობა დიდია, ამის გაკეთება საკმაოდ რთულია და დიდ დროსაც მოითხოვს.
ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ მოცემული მოდული, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მარტო ატვირთოთ ახალი იმიჯები საიტზე და შექმნათ მათი მოკლე ანოტაცია, არამედ მინიმალურ დროში დამოუკიდებლად მოახდენს გამოსახულებების შემცირებული ასლების გენერირებას მათი წინასწარი დათვალიერებისათვის, განათავსებს გალერეაში ნავიგაციის მოხერხებულ ღილაკებს.
საიტზე გალერეების რაოდენობა (ისევე როგორც თქვენი შესაძლებლობები მათი გაფორმების მხრივ) არ არის შეზღუდული.