გამოკითხვა
მოდული გამოსადეგია მათთვის, ვისაც აინტერესებს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საიტის ვიზიტორთა შეხედულება.
მოდულის მეშვეობით ხმის მიცემის ფორმის შექმნა სულ რამოდენიმე წუთის საქმეა. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეკითხვისა და მასზე სავარაუდო პასუხების მითითება, რაზეც სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი სრულდება. ამის შემდეგ მოდული ავტომატურ რეჟიმში მოახდენს ვიზიტორთა ხმების დათვლას და მოხერხებული ფორმით გიჩვენებთ სტატისტიკას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სტატისტიკა გაიხსნას ვიზიტორებისთვისაც.