საიტთან წვდომის გამიჯვნა
თუ თქვენს საიტზე უნდა განთავსდეს განყოფილებები ან გვერდები, სადაც შესვლის უფლება ექნება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, მაშინ ყურადღება მიქციეთ ამ მოდულს, რომლის დაყენების შემდეგაც ერთი კლიკით შეზღუდავთ საიტის ამა თუ იმ განყოფილებასთან წვდომის უფლებას.
მოდული გთავაზობთ ვიზიტორთა რეგისტრაციის რამოდენიმე ვარიანტს:
- წვდომის უფლება გაიცემა ანკეტის შევსებისთანავე
- წვდომის უფლება გაიცემა მხოლოდ საიტის ადმინისტრატორის მიერ ანკეტის შემოწმების შემდეგ
- წვდომის უფლება გაიცემა მომხმარებლის მიერ ელ-ფოსტის მისამართის დადასტურების შემდეგ
- შესაძლებელია ამ პირობების ნებისმიერი კომბინაციის გამოყენება
მოდული მარტივია მოხმარებისა და მართვის თვალსაზრისით, თუმცა ამავე დროს აქვს დიდი ფუნქციონალური შესაძლებლობები.