თქვენი ელ-ფოსტა
იყენებთ თუ არა საიტის მართვის სისტემას?
  ვიყენებ ფასიანს
  ვიყენებ უფასოს
  არ ვიყენებ



“ინტელკომის” სპეციალისტებმა “CBS Group”-თან თანამშრომლობით დაასრულეს CMS BinN S.Builder-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია.
“ინტელკომის” სპეციალისტებმა “CBS Group”-თან თანამშრომლობით დაასრულეს CMS BinN S.Builder-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია. ამიერიდან ეს პროგრამა, რომელიც ითვლება საიტის მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად, ქართველი მომხმარებლებისათვის მისაწვდომი იქნება მშობლიურ ენაზე.
კომერციული გაყიდვების დაწყება ნავარაუდევია სექტემბრის თვიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ბაზარზე პირველად ხდება ამ ტიპის კომერციული ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტის შემოტანა. დღემდე ადგილობრივ მომხმარებლებს უწევდათ ე.წ. ღია კოდის მქონე პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც არ გამოირჩევიან მოხერხებულობითა და საიმედოობით.

CMS BinN S.Builder-ის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს დიდი მოცულობის საცნობარო-სასწავლო მასალა. ნებისმიერი კვალიფიკაციის მომხმარებელს ამ მასალების მეშვეობით იოლად შეუძლია აითვისოს საიტის მართვის სისტემის გამოყენება.
საწყისისაიტის რუკა კონტაქტი