სიახლეები
ეს მოდული აუცილებელია ყველა დინამიურად განვითარებადი ორგანიზაციისათვის, რომელთაც სურთ ვიზიტორების ინფორმირება მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
მოდულის დახმარებით საიტზე სიახლის განთავსებას დასჭირდება სულ რამოდენიმე წუთი, რადგან ინტეგრირებული რედაქტორის მეშვეობით შეგიძლიათ არა მარტო ტექსტის დაწერა და ფორმატირება, არამედ ცხრილებისა და ნახატების ჩასმაც.
ამის შემდეგ სისტემა სიახლეების ჩვენების მითითებული დიზაინის საფუძველზე განათავსებს თქვენს სიახლეს საიტზე, საჭიროების შემთხვევაში შექმნის ღილაკს “დაწვრილებით”, დააწესებს შეზღუდვას ერთ გვერდზე განთავსებული სიახლეების რაოდენობაზე, გიჩვენებთ კალენდარს არქივში სიახლეების ძებნისათვის და, ამ უკანასკნელთა დიდი რაოდენობისათვის, თავად მოახდენს გვერდებზე მათ გადანაწილებას.
საიტზე სიახლეების ლენტების რაოდენობა და მათი გაფორმება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ნება-სურვილზე.