|
|
პარტნიორული პროგრამა
საიტის მართვის სისტემის გარეშე დღეს უკვე წარმოუდგენელია მეტ-ნაკლებად სერიოზული საიტის შექმნა, თუმცა ასეთი პროგრამული პროდუქტის შემუშავება ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული პროცესია.
ჩვენ გთავაზობთ მოქნილ, ხარისხიან და საიმედო პროდუქტს, რომლის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა მოკლე დროში შექმნათ ნებისმიერი სირთულის ინტერნეტ-პროექტი თქვენი მომხმარებლებისათვის.
CMS.GE-სთან თანამშრომლობით თქვენ გეძლევათ:
-
20%-იანი ფასდაკლება სისტემის თითოეულ ლიცენზიაზე
-
სისტემის ღირებულების დაფარვის შესაძლებლობა თქვენს მომხმარებელთან ანგარიშსწორების შემდეგ. პარტნიორი ორგანიზაციები სასურველ დომენზე იღებენ სისტემის დროებით გასაღებს 45 დღის ვადით, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ სისტემის ღირებულების დაფარვა შესაძლებელია საიტის შექმნის, მომხმარებლისთვის ჩაბარებისა და მასთან ანგარიშწორების შემდეგ.
-
ახალი მომხმარებლები ჩვენი საიტიდან ჩვენს საიტზე არსებობს განყოფილება, სადაც მოცემულია ჩვენი პარტნიორების, ანუ CMS S.Builder-ის ინტეგრატორთა ჩამონათვალი, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვის წყაროს წარმოადგენს.
-
საიტის შექმნის ღირებულების შემცირება ჩვენი მართვის სისტემის გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება დროითი დანახარჯები ვებ-პროექტების შექმნაზე. აქედან გამომდინარე, კლებულობს საიტის თვითღირებულებაც.
- დანახარჯების შემცირება კლიენტების სწავლებაზე
დიდი მოცულობის სასწავლო მასალების, კარგად გააზრებული ინტერფეისისა და ფართო ვიზუალური შესაძლებლობების მეშვეობით საბოლოო მომხმარებლები უფრო ადვილად ითვისებენ სისტემასთან მუშაობას, რაც ზოგავს როგორც თქვენს, ისე მათ დროს.
-
მართვის სისტემასთან მუშაობის უფასო ტრენინგები ჩვენი პარტნიორების სპეციალისტებს უფასოდ შევასწავლით მართვის სისტემასთან მუშაობას. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ტრენინგის დროის შეთანხმება.
-
უფასო კონსულტაციები თქვენს თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა კომუნიკაციის ყველა საშუალებით (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ICQ...) მიიღონ დახმარებაჩვენი სპეციალისტებისაგან
-
პროდუქტის ტექნიკური მხარდაჭერა და განახლება პროდუქტის მუდმივად ვითარდება: გამოდის ახალი მოდულები, იხვეწება არსებულები, ხდება გამოვლენილი შეცდომების გამოსწორება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ სრული ინფორმაცია ყველა სიახლესთან დაკავშირებით.
-
თანამონაწილეობა პროდუქტის განვითარებაში როგორც ჩვენს პარტნიორს, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოთ პროდუქტის განვითარებაში. სწორედ თქვენი შენიშვნების საფუძველზე მიმდინარეობს ჩვენი სისტემის სრულყოფა. |
|